გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკას ნერგავს

30 აპრილი 2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკას ნერგავს

საინფორმაციო შეხვედრაზე, კანონმდებლები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დანერგილი საკომიტეტო მოკვლევის გამოცდილებას გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკა ინერგება და დღევანდელი შეხვედრა ერთგვარად ისტორიული მნიშვნელობისაა. უახლოეს პერიოდში ეს პროცესი საკანონმდებლო დონეზე პარლამენტის რეგლამენტშიც ჰპოვებს ასახვას და, შესაბამისად, საპარლამენტო პრაქტიკის სახით დაინერგება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი საპილოტე პროგრამა წარმატებით დამთავრდეს, მით უმეტეს თუ ვაკეთებთ იმ საკითხზე საკომიტეტო მოკვლევას, რომელიც დღეს ალბათ ერთ-ერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს - ეს არის თბილისის ჰაერის ხარისხი. საკომიტეტო მოკვლევა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, რომელიც ისეთ გარემოსდაცვით გამოწვევებთან გამკლავებაში დაგვეხმარება, როგორიცაა დაბინძურება და ატმოსფერული ხარისხი“, - განაცხადა კახა კუჭავამ. მან საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკომიტეტო მოკვლევის დანერგვა გააძლიერებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

შეკრებილთ ასევე მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხელმძღვანელმა ნათია ნაცვლიშვილმა, რომლის განცხადებით გაეროს განვითარების პროგრამს პარლამენტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და პარლამენტს უკან არასოდეს დაუხევია ახალი და ინოვაციური პროექტებისა და მექანიზმების დანერგვაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალი წამოწყებაც, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტიდან მოდის და არის ამ კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას პირადი ინიციატივა, ძალიან მნიშვნელოვანია და პროექტის წარმატებული პილოტირების შემდეგ მთელ პარლამენტში მოხდება ამის გავრცელება.

„საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკა ხელს შეუწყობს პარლამენტს, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს თავისი საზედამხედველო ფუნქციები. საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, რაც გულისხმობს პარლამენტის გაცილებით გაზრდილ როლს მმართველობით სისტემაში, ეს გულისხმობს პარლამენტის უფრო მეტ როლს საზედამხედველო საქმიანობაში. საკომიტეტო მოკვლევა ეფუძნება პარლამენტის თანამშრომლობას მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტმა მიიღოს სამოქალაქო საზოგადოებისგან ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ და ამ ინფორმაციის საფუძველზე მოახდინოს რეაგირება“, - განაცხადა ნათია ნაცვლიშვილმა.

შემდეგ, მოწვეულმა ექსპერტმა ალისტერ დოჰერთმა ქართველ კანონმდებლებს საკომიტეტო მოკვლევის თაობაზე ბრიტანული პარლამენტის გამოცდილება გააცნო. მან შეკრებილთ მიაწოდა ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შესახებ და ისაუბრა საზედამხედველო კომიტეტების ფუნქციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მათ ურთიერთობაზე, ასევე საკომიტეტო მოკვლევის პროცესსა და მოკვლევის მექანიზმებზე, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურების საკითხზე ჩატარებული მოკვლევების თაობაზე და სხვა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, 2018-2030 წლების სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, უნდა გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია და მეტი შესაძლებლობა შექმნას სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობისათვის. თემატური მოკვლევების მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და აქტივისტთა ჯგუფები უშუალოდ ჩაერთვებიან კომიტეტის მუშაობაში, შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან და შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებენ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი იქნება პირველი საპილოტე კომიტეტი, რომელიც საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკას მიმდინარე წლიდან ნერგავს. პირველი თემატური საკომიტეტო მოკვლევის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის თემაზე.

დასასრულ, საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელმაც თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე უნდა განახორციელოს მოკვლევა, მოხდა ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება და დაისახა სამოქმედო გეგმა.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა ხვალ, 1 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვისაც გაიმართება.
პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკას ნერგავს, 2018 წლის 30 აპრილი