გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

13 თებერვალი 2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს) 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ გარაყანიძემ კანონმდებლებს დეტალურად წარუდგინა გასული წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომელთა დაცვისა და მართვის ღონისძიებებიც განხორციელდა წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. მომხსენებელმა ხარჯვითი ნაწილი ორ ნაწილად წარმოადგინა - საბიუჯეტო ნაწილი და საკუთარი შემოსავლების ნაწილი. ისაუბრა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ების და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამებისა და სახსრების ხარჯვის შესახებ.

მისი თქმით, სამინისტრომ 2017 წელს საბიუჯეტო სახსრები 108.78% -ით შეასრულა, ხოლო საკუთარი სახსრების კუთხით 87.81%-ით. მან დეტალური ანგარიში წარმოადგინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის, დაცული ტერიტორიების სისტემის, სატყეო სისტემის, ეროვნული საშენი მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მიმართულებებით განხორციელებული პროგრამების შესახებ.

დეპუტატების შეკითხვებს მომხსენებელთან ერთად უპასუხეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და სსიპ-ების წარმომადგენლებმა.

კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა