გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი ზეპირი მოსმენა გამართა საკომიტეტო მოკვლევაზე „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“

01 ივნისი 2020
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი ზეპირი მოსმენა  გამართა საკომიტეტო მოკვლევაზე „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევის - „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში დღეს პირველი ზეპირი მოსმენა გამართა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა  ნინო წილოსანმა და გიორგი გაჩეჩილაძემ, ძირითადად, იმ დაინტერესებულ მხარეებს მოუსმინეს, ვინც კომიტეტის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა დადასტურებული პოზიცია თემაზე - გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში.

„დღევანდელი ღონისძიებით, ჩვენ ვაგრძელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი მექანიზმის - თემატური მოკვლევის პროცესს, რომლის მოკლე შინაარსი გამოიხატება აქტუალური და საჭირბოროტო თემის წამოწევით, შემდეგ ამ თემის ირგვლივ მოკვლევით და სათანადო, დასაბუთებული წინადადებების მიღებით და შემდეგი ეტაპი, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ეს არის საჯარო მოსმენები. პირველი საჯარო მოსმენა ტარდება თავად წინადადებების წარმომდგენლებთან და გაგრძელდება სახელმწიფო და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებთან იმისათვის, რომ თემა სათანადოდ მოვიკვლიოთ, საბოლოო ჯამში კი, ექსპერტის მონაწილეობით, შევიმუშაოთ რეკომენდაციები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ამ თემატური მოკვლევის შედეგად გამოჩნდება საერთო სურათი, და იმის ნაცვლად, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით, ძირითადად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, ჯგუფის წევრებს ექნებათ შეთავაზება მთავრობისადმი, რომ შეიმუშაოს საერთო სამოქმედო გეგმა ყველა საჭირო სამინისტროს ჩართულობით და განსაკუთრებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიური მონაწილეობით.

ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზეც საკომიტეტო მოკვლევამ პასუხი უნდა მოიძიოს, არის ის, თუ რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში „ნიადაგი-წყალი-ჰაერი-ადამიანი”-ს ცოცხალი ჯაჭვის ტყვიით დაბინძურებას და  რა კვლევითი მტკიცებულებები არსებობს ამის დასადასტურებლად. ასევე, რა არის ის ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოს დაბინძურებაზე.

დღევანდელ საჯარო მოსმენაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს ტყვიასთან დაკავშირებით, მისი გარემო პირობებში არსებობის და სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს გელა კვაშილავამ, (ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი);  ვახტანგ კობალაძემ, (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი); მანანა ქოჩლაძე („მწვანე ალტერნატივა“); ნოდარ ტანგიაშვილმა,  (აქტივისტი, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, მკვლევარი).

საჯარო მოსმენა,  ძირითადად,  კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და უშუალოდ ადამიანზე მისი ზემოქმედების ძირითად წყაროებად დასახელდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საღებავები, ინდუსტრიული ნარჩენები, საწვავი, სამომხმარებლო პროდუქცია.

გამოითქვა მოსაზრებები, რომ ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების მონაწილეობა; სურსათის უსაფრთხოების სამსახურმა სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ანალიზის შედეგად უნდა გამოავლინოს ის ქვეყნები და სურსათი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს მომატებულ ტყვიის ოდენობას და შეიმუშავოს რეკომენდაციები იმპორტიორი ორგანიზაციებისთვის; უნდა ხორციელდებოდეს საწვავის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი; უნდა გაიზარდოს იმპორტირებული პროდუქციის (სამშენებლო მასალები, მათ შორის საღებავები, საკანცელარიო ნივთები, საბავშვო პროდუქცია, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.) მიზანმიმართული კონტროლი ტყვიასა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობაზე; მიზანშეწონილია, დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც გამორჩეულად მდგრადია და ხელს უწყობს სატრანსპორტო სისტემის გაჯანსაღებას და ჰაერში სხვადასხვა მავნე გაფრქვევების შემცირებას; საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, უნდა წახალისდეს ველოსიპედით გადაადგილება და საამისოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს; სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის, საბანკო ინსტიტუტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას პროგრამა „არცერთი ავტომობილი კატალიზური გადამრთველის გარეშე“ და სხვა. 

„საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები რეკომენდაციები შევიმუშაოთ თქვენი მონაწილეობით, რათა ისინი კიდევ უფრო სრულყოფილი და მასშტაბური გავხადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულწილად მნიშვნელოვან შედეგს აუცილებლად მივიღებთ, ვინაიდან ასე ერთიანი, კომპლექსური მიდგომა ამ საკითხისადმი დღემდე არ ყოფილა და ვფიქრობ ის მიმართულება, რაზეც პარლამენტს ექნება დასკვნა, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სამინისტროების მხრიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა დასასრულს.

შემდეგ ზეპირ მოსმენაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება,  მოწვეული არიან ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი ზეპირი მოსმენა  გამართა საკომიტეტო მოკვლევაზე „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“, 2020 წლის 1 ივნისი