გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა

16 აპრილი 2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარუდგინა და კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო.

როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია მოქმედ კანონში არსებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზის აღმოფხვრა.

„კერძოდ, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებაშია დადგენილი ამ ორგანოების მიერ რეგულირების ანგარიშგების წესის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრის ვალდებულება, წარმოდგენილი წესი ასევე შემოდის სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაშიც.

შესაბამისად, სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, 2018 წლის 16 აპრილი