გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გრძელდება

27 თებერვალი 2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გრძელდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას უკავშირდება და თემატური მოკვლევის ჯგუფში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. 

კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა დღეს მოისმინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები.

კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მოკლედ ისაუბრა კომიტეტის ამ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტში, ზოგადად, თემატური მოკვლევის დანერგვას უკავშირდება და იმედი გამოთქვა, ეს პროცესი ხელს შეუწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას სხვადასხვა მიმართულებით. 

საბოლოოდ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ დაიწეროს ანგარიში იმ საერთო პოლიტიკის თუ ხედვის შესახებ, რომელიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რათა ებრძოლოს იმ მთავარ გამოწვევას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არის, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

თემატური მოკვლევის ჯგუფმა პირველად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს და ცენტრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 

ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯგუფის წევრებს თავდაპირველად მოკლე ინფორმაცია მიაწოდა ცენტრის წინაშე მდგარი ამოცანებისა და საქმიანობის შესახებ და ისაუბრა ამ სამსახურის პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ეპიდემიურ სიმშვიდეზე. ცენტრი მონიტორინგს უწევს ქვეყანაში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებს, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული. 

ზოგადად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფექციურ დაავადებათა მონიტორინგის, პროგნოზირებისა და პრევენციის კუთხით ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი დაწესებულებაა, თუმცა ბოლო წლებში სერიოზულად გაძლიერდა მუშაობა არაგადამდები დაავადებების მიმართულებაც. ამის ფაქტრი ისაა, რომ მთელ მსოფლიოში მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან და 21-ე საუკუნეში წამყვანი გახდა არაგადამდები დაავადებები და ცენტრების პასუხისმგებლობაც ამ დაავადებების მონიტორინგისკენ გადადის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორებში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გარემო, მათ შორის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი დაასახელა. მისი თქმით, მსოფლიოში ადამიანის სიკვდილიანობის ზრდაში სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის შემდეგ გარემოს ფაქტორი მოდის. 

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულად აძლიერებს გარემოს მიმართულებით საქმიანობას, შეიქმნა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, შემუშავდა გეგმები, საქართველოს მთავრობამ დეკემბრის ბოლოს მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი - გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული ხუთწლიანი გეგმა - ე. წ. ნეჰაპი-2, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებს და გათვლილია 2018-2022 წლებზე, ახლა იქმნება კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უახლოეს პერიოდში გამართავს სხდომას და გეგმის განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება საქმიანობა. ამირან გამყრელიძის თქმით, უსაფრთხო, ჯანმრთელი გარემოს შექმნის მიმართულებით ძლიერდება რესურსები და ხდება მეტი თანხების მობილიზაცია. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრთა კითხვებს. როგორც ითქვა, თუ ქვეყნისთვის ჯანდაცვა პრიორიტეტია და დღეს, ფაქტობრივად, ასეც არის, ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს გარემოს სფეროს დაფინასებაც, რომლის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე სულ უფრო შეუქცევადი ხდება. 

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საწვავის ხარისხის კონტროლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საწვავის შემოწმების მეთოდოლოგიაზე, საწვავის სტანდარტებზე, შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის პრინციპებზე და ლაბორატორიებში კვლევის კონფიდენციალობის დაცვაზე. 

ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებასთან, ამ პროცესში გამოვლენილ პრობლემებსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებთან, ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განმარტებები თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა ამავე სამინისტროს წარმომადგენლებისაგან, კერძოდ, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის, სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სააგენტოს და აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს ხელმძღვანელი პირებისაგან მიიღეს. 

ზეპირი მოსმენა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

სამუშაო ჯგუფი ხვალ, სამდღიანი ღონისძიების ბოლო დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მოუსმენს.

პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გრძელდება, 2019 წლის 27 თებერვალი