კახაბერ კუჭავა შავი ზღვის კვლევების მონაწილე ექსპერტებს შეხვდა

04 სექტემბერი 2017
კახაბერ კუჭავა შავი ზღვის კვლევების მონაწილე ექსპერტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა შავი ზღვის კვლევების მონაწილე საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის წევრებს დღეს ბათუმის პორტში შეხვდა.

სამეცნიერო ჯგუფის შემადგენლობაში არიან საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები, რომლებიც აღნიშნულ კვლევებს ერთობლივად ახორციელებენ. 

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS) ფარგლებში, საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს სამეცნიერო-კვლევითი გემის Mare Nigrum საშუალებით ახორციელებენ.
პირველი ანალოგიური კვლევა 2016 წელს განხორციელდა, რომლის შედეგად 12 სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც ასახულია ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“.

როგორც კახაბერ კუჭავამ განაცხადა, შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს:

  • დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი; 
  • შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბინძურებლების გამოკვლევა; 
  • შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა.

„სამეცნიერო კვლევის შედეგები შავი ზღვის აუზის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რომ შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებენ, რაც ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში პარლამენტის გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ასევე შეხვდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

გალერეა

  • კახა კუჭავა შავი ზღვის კვლევების მონაწილე ექსპერტებს შეხვდა, 2017 წლის 4 სექტემბერი