კახა კუჭავა: „საკომიტეტო მოკვლევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების მონაწილეობა მნიშვნელოვანი და უცილებელია“

01 მაისი 2018
კახა კუჭავა: „საკომიტეტო მოკვლევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების მონაწილეობა მნიშვნელოვანი და უცილებელია“

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დანერგილი საკომიტეტო მოკვლევის გამოცდილების გაცნობის მიზნით, საინფორმაციო სესია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გაიმართა.

მოწვეულმა კონსულტანტმა დიდი ბრიტანეთიდან ალისტერ დოჰერთიმ შეკრებილთ გააცნო ინფორმაცია ზოგადად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შესახებ, კერძოდ კი, საზედამხედველო კომიტეტების ფუნქციებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მათი თანამშრომლობის თაობაზე, ასევე დეტალურად ისაუბრა საპარლამენტო მოკვლევის პროცესზე და ამ კუთხით დაგროვილი გამოცდილების დანერგვაზე საქართველოს პარლამენტში.

კონსულტანტის გამოსვლამდე, შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ მიმართეს და საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კახა კუჭავამ შეკრებილთ გააცნო ინფორმაცია საკომიტეტო მოკვლევის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრებთან წინა დღეს გამართული შეხვედრის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის ეს ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის განხორციელების თანამედროვე და ეფექტური მექანიზმის დანერგვას და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. როგორც მან აღნიშნა, საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმს არა მარტო დიდი ბრიტანეთი, სხვა ქვეყნებიც წარმატებით იყენებენ. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისა და თანადგომისათვის ამ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის - საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის დანერგვას ეხება.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება ხდება და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალებით, პარლამენტი მას წარმატებით გაართმევს თავს.

„ეს ინიციატივა პარლამენტს კიდევ უფრო გააძლიერებს. პარლამენტი აქტიურად ერთვება მმართველობით პროცესში. იზრდება მისი საზედამხედველო ფუნქცია, შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან ინფორმირებული და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია მოკვლევის პროცესის დანერგვა“, - განაცხადა გიგი ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლავაც გააგრძელებს საქართველოს პარლამენტისადმი მხარდაჭერას, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია.

კახა კუჭავას განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველმა საქართველოს საპარლამენტო სივრცეში დაიწყო ახალი საზედამხედველო მექანიზმის - საკომიტეტო მოსმენის ამოქმედება და პირველი საკომიტეტო მოკვლევის საკითხიც განსაზღვრა - „თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა“. ახალი საზედამხედველო მექანიზმი ბრიტანეთის პარლამენტის თემატური მოკვლევის ჩატარების მოდელს და გამოცდილებას ეფუძნება.

საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკის დანერგვით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გეგმავს:

  • მის კომპეტენციაში არსებული გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან/და ინდივიდუალური მოქალაქეებისაგან კვალიფიციური ინფორმაციის მიღების გზით.
  • საკომიტეტო მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული დასკვნების, რეკომენდაციების და წინადებების შემუშავებას შესაბამისი სუბიექტებისთვის.

ამიტომ, დღევანდელი საინფორმაციო სესიის დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმზე (პროცესსა და პროცედურებზე) დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ახალი ფორმატით ითანამშრომლებენ, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მათ მონაწილეობას ითვალისწინებს.

კახა კუჭავამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოკვლევის დანერგვის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები, ისაუბრა ტექნიკურ პირობებზე, მოკვლევის პროცესში მონაწილეობის პირობებზე, კომიტეტის მოლოდინებზე და ამ პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

„საკომიტეტო მოკვლევა - ეს არის ის საუკეთესო მოდელი, რომელიც იმ ქვეყნებშია, სადაც პარლამენტარიზმის ისტორია ასეულ წლებს ითვლის, იგი აპრობირებული მოდელია და წარმატებულად მუშაობს. გამოირჩევა მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით და დარწმუნებული ვარ, მთლიანობაში, ეს მოგვცემს იმ შედეგს, რომლისკენაც მივისწრაფით. ჩვენ, სამუშაო ჯგუფში, ველოდებით ნებისმიერ დადასტურებულ პოზიციას ან რეკომენდაციას, რომელიც სამუშაო ჯგუფისთვის არის საინტერესო“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

დასასრულ, გაიმართა დისკუსია.

შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო პროექტის ფარგლებში, რომელსაც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გალერეა

  • კახა კუჭავა: „საკომიტეტო მოკვლევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების მონაწილეობა მნიშვნელოვანი და უცილებელია“, 2018 წლის 1 მაისი