empty

12 თებერვალი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 12 თებერვალი, 13:00 სთ.
საქართველოს პარლამენტი
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

საორგანიზაციო საკითხი:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის არჩევის საკითხი.

განსახილველი კანონპროექტები:

1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/197; 14.06.2018) III მოსმენა;
კანონპროექტით წესრიგდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესი. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს როლი და ფუნქცია ასეთი სიმბოლოების გამოყენებისას. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების (დროშა, გერბი და ჰიმნი) სწორად და კანონით დადგენილი პარამეტრებით გამოყენება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებში, როგორიცაა - სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, პასპორტი და ა.შ. ასევე, აღლუმებზე ინაუგურაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი სწორად გამოყენება.
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი;
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

2. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/228; 12.06.2018) III მოსმენა;
კანონპროექტი აწესრიგებს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საავტომობილო გზებით სარგებლობისას შეზღუდვებთან და აკრძალვებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ - ნინო ენუქიძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;

3. საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/247; 27.08.2018) II მოსმენა;
კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა. ასევე, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტი მოწესრიგება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება.
ინიციატორი: საქართველოს მთვრობა;
მომხსენებლები: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე - გიორგი ხადური;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/235; 18.10.2018) I მოსმენა;
კოდექსს ემატება 343-ე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ინიციატორები/მომხსენებლები: პარლამენტის წევრები - ი. სესიაშვილი, ო. ჩრდილელი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

5. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის პროექტი „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ (07-2/290; 13.12.2018) სავალდებულო წესით;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი;
წამყვანი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

6. საქართველოს კანონის პროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტებს: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა (07-3/250; 29.11.2018) სავალდებულო წესით;
კანონპროექტით იქმნება ახალი საპენსიო სქემა, რაც გულისხმობს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას, რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.
ინიციატორი/მომხსენებელი: ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“;
მომხსენებელი - ბექა ნაცვლიშვილი;
წამყვანი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.