empty

13 ივლისი


იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გერთიანებული სხდომა

2018 წლის 13 ივლისი, 10:00 სთ.
საქართველოს პარლამენტი, 
თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
პლენარულ სხდომათა დარბაზი

დღის წესრიგი

მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა

1. საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (07-2/242; 12.07.2018) განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის (07-2/242; 12.07.2018) ნდობის გამოცხადების საკითხი.

იურიდიული კომიტეტის დღის წესრიგი

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

2. საქართველოს კანონის პროექტი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/186; 31.05.2018) – I მოსმენა;
კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის თანახმადაც, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით თუ ქმედება, რომლისთვისაც მოთხოვნილია დახმარება, არის სისხლისსამართლებრივად დასჯადი როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, განეკუთვნება თუ არა აღნიშნული ქმედება საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით იმავე ან სხვა დანაშაულთა კატეგორიას ან გათვალისწინებულია თუ არა ამ კანონმდებლობებში მსგავსი სახელწოდებით.
ინიციატორი/მომხსენებლები: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი/საქართველოს პარლამენტის წევრებ - ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: განსაზღვრული არ არის.