empty

14 ივნისი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 14 ივნისი, 09:30 სთ. 
საქართველოს პარლამენტი,
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/352/9; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე“ (1-10003/19; 20.05.2019);

2. მოქალაქე თეიმურაზ რეხვიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებზე, წესებსა და პროცედურებთან დაკავშირებით (1-4963; 15.03.2019);

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-5111/19; 18.03.2019);

4. მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პოლიციის სისტემაში ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესთან დაკავშირებით (1-5494/19; 21.03.2019);

5. მოქალაქე ფრიდონ ბასილაიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-8910/19/9; 07.05.2019);

6. ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს „დრო და სივრცის“, „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ და „საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ (თენგიზ ჩხიკვაძე, ლიკა ზახაროვა, რევაზ გოგიძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ქვეყანაში ყოველწლიური ზრდადი ნარკომანიის, ნარკომოხმარების და ნარკოვაჭრობის მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლების საკითხი) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-8368/19; 25.04.2019);

7. მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-6292/19/9; 29.03.2019).