empty

15 თებერვალი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 15 თებერვალს, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის N8
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს კანონის პროექტები: "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/96; 19.10.2017);
ცვლილებები ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს სიახლეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით.
ინიციატორები: პარლამენტის წევრები - ე. ბესელია; გ. ფოფხაძე;
მომხსენებელი: ეკა ბესელია;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
პასუხისმგებელი პირები: ლ. მჭედელაძე ( მ. ბაძაღუა) ელენე სიჭინავა;

2. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (N07-2/163/9; 09.01.2018); 
შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებსა და მათ კონტრაქტორებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი ან/და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დეტალური მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმირებას, საქართველოსა და გერმანიის მიერ საერთო თუ მსოფლიო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოასახდენად.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; 
ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხსენებლად პლენარულ სხდომაზე დანიშნულია შალვა თადუმაძე, ხოლო კომიტეტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე;
წამყვანი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი;
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;
პასუხისმგებელი პირები: ნ. ქოჩიაშვილი (ა. ბერიძე, მ. ნუცუბიძე);

3. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/162/9; 29.12.2017);
კანონპროექტის მიზანი: შეიქმნას დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც მოქალაქეს მისცემს დანაზოგის შექმნის საშუალებას. დანაზოგის ოდენობა პირდაპირპროპორციული იქნება მოქალაქის მიერ წლების მანძილზე გამომუშავებული ხელფასისა და საშუალებას მისცემს მიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მომხსენებლები: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ირმა ქავთარაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ნიკოლოზ გაგუა;

წამყვანი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;
პასუხისმგებელი პირები: მ. ბაძაღუა (გ. თაბუაშვილი. ა. ბერიძე); 

4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ (N07-3/114/9; 14.12.2017);
რეგლამენტის პროექტი ეხება პარლამენტის წევრთა ქცევის წესების დადგენასა და შესაბამისი რეგულაციების შემოღებას. დადგენილების პროექტით კი ხდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება.
ინიციატორები/მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა და გუგული მაღრაძე;
წამყვანი: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
პასუხისმგებელი პირი: ჯაბა მჭედელაძე;

5. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/161/9; 29.12.2017);
ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა და იმ პროდუქტების ზედამხედველობა, რომლებისთვისაც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განისაზღვრა, როგორც ზედამხედველობის ორგანო.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მომხსენებლები: ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - ირმა ქავთარაძე და გენადი არველაძე;
წამყვანი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; 
სავალდებულო: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;
პასუხისმგებელი პირები: მ. ბაძაღუა (ა. ბერიძე);

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის მოხსენება კომიტეტის მიერ 2017 წლის 3 აპრილს გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე;
მომხსენებელი: თამარ ქალდანი;
პასუხისმგებელი პირი: დ. კუპრეიშვილი;

7. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მ. ბენიძის მოხსენება კომიტეტის მიერ 2017 წლის 20 მარტს სამსახურის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე;
მომხსენებელი: მელიტონ ბენიძე;
პასუხისმგებელი პირი: დ. კუპრეიშვილი; 

8. პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შეწყალების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N612; 17.01.2018);
საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს შეწყალების შესახებ ორგანული კანონის შექმნას, რომელიც შინაარსობრივად პრეზიდენტის შეწყალების დებულების ძირითადი პრინციპების შესაბამისია და ავსებს მას.
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
პასუხისმგებელი პირები: ნ. ქოჩიაშვილი (მ. ბაძაღუა).