empty

17 მაისი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 17 მაისი, 10:00 სთ
ქ. ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი
აბაშიძის ქ. N26; დარბაზი N304

დღის წესრიგი

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/119/9; 29.12.2017) II მოსმენა;
კანონპროექტის მიზანია განმარტებითი ბარათის შინაარსის დახვეწა, რათა კანონის პროექტის დანართში მოცემული ცხრილის მეშვეობით, თვალსაჩინო გახდეს, ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში ინიცირებული კანონის პროექტი.
ინიციატორი/მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი/პარლამენტის წევრი - თამარ ხულორდავა; 
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;

2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/207; 03.05.2018) I მოსმენა;
კანონპროექტის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში - სალიცენზიო პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანებისათვის. კანონპროექტი აგრეთვე არეგულირებს კომპეტენციის საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან დაკავშირებით.
ინიციატორი/მომხსენებლები: საქართველოს მთავრობა/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე, ეკატერინე მიქაბერიძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ირმა ქავთარაძე, რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;

3. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/209; 03.05.2018) - სავალდებულო წესით;
კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტით აგრეთვე წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან , აღნიშნულ სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.
ინიციატორი/მომხსენებელი: საქართველოს მთავრობა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - შალვა ხუციშვილი;
წამყვანი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი;
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტი.

4. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N2464; 19.02.2018);
საკანონმდებლო წინადადების მიზანია მოხდეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის დახვეწა.
წამყვანი კომიტეტი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

მიმაგრებული დოკუმენტები