empty

23 სექტემბერი

 

2014 წლის 23 სექტემბერს 15:00 საათზე, თბილისის პარლამენტის, კომიტეტის სათათბირო ოთახში ჩატარდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/342, 22.05.14) - III მოსმენა
ინიციატორი - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
მომხსენებელი - დ. ხუნდაძე
პასუხისმგებელი პირი - თ. ტყეშელიაძე

2. საქართველოს კანონის პროექტი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/358, 11.08.2014) – II მოსმენა
ინიციატორი - ვ. ხმალაძე, შ. შავგულიძე
მომხსენებელი - ვ. ხმალაძე
პასუხისმგებელი პირი - ზ. მაჭარაძე

3. საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/355/8. 31.07.2014) – I მოსმენა
ინიციატორი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
მომხსენებელი - ზ. ტყემალაძე
პასუხისმგებელი პირი - ნ. შარიქაძე
(წამყავნი კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. სავალდებულო დასკვნა - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიის კომიტეტი)

4. საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/243/8. 01.09.2014) - სავალდებულო დასკვნა
ინიციატორი - საქართველოს მთავრობა
მომხსენებელი - გ. ჯავახიშვილი, ლ. ხუციშვილი, მ. ბარათაშვილი
პასუხისმგებელი პირი - ნ. შარიქაძე
(წამყვანი კომიტეტი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. სავალდებულო დასკვნები - იურიდიულ საკითხტა კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი)