empty

5 ივნისი


იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა

2020 წლის 5 ივნისი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტის განხილვა (07-2/468; 01.05.2020).

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2020 წლის 5 ივნისი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (07-2/447; 19.02.2020) I მოსმენა; 

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/290; 13.12.2018) I მოსმენა; 

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/456; 25.05.2020) I მოსმენა; 

4. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/461; 27.05.2020) (დაჩქარებული წესით) I მოსმენა; 

5. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საკითხის განხილვა.