empty

9 თებერვალი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 9 თებერვალს, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის №8
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/151; 30.11.2017) I მოსმენით;
პროექტის მიზანია ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმების შემუშავებით შესაძლებელი გახდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილ ვადაში არ მიაწვდიან კომპეტენტურ ორგანოს.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; 
მოხსენებლები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - ზაზა სოფრომაძე და ნინო ბერძული;
პასუხისმგებელი პირი: ნ. ქოჩიაშვილი. მ. ბაძაღუა (ლ. მჭედელაძე, მ. ნუცუბიძე);
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

2. საქართველოს კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-2/166; 25.01.2018) II მოსმენა;
2018 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს გადახდისუუნარობის ელექტრონული სისტემის დანერგვას. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტრონული სისტემის გამართულად და სრულყოფილად ამოქმედებამდე (2018 წლის 1 სექტემბრამდე), იმ წესების მოქმედებას, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე, არსებული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; 
მომხსენებლები: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე - მიხეილ სარჯველაძე;
პასუხისმგებელი პირი: გ. გიგუაშვილი, გ. თორდია, მ. ნუცუბიძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017) I მოსმენით;
კანონპროექტით გათვალისწინებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; ასევე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობის და საქმიანობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტით ან ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; 
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ნინო თანდილაშვილი;
პასუხისმგებელი პირი: მ. ბაძაღუა, მერმანიშვილი, ნ. ქოჩიაშვილი, ს. ღლონტი, ე. სიჭინავა, თ. ერქვანია, გ. ჩიფჩიური, მ. ნუცუბიძე
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები;

4. საქართველოს კანონის პროექტები: "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (N07-3/108; 07.12.2017) III მოსმენა;
კანონპროექტების მიზანია: იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით მანდატის გაფართოებას.
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი თ. ჩუგოშვილი;
ავტორი: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
პასუხისმგებელი პირი: ლ. მჭედელაძე (ნ. ქოჩიაშვილი, ე. სიჭინავა)

5. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/134; 06.10.2017) II მოსმენა; 
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1538 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. ხოლო გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებლები: ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი თაბუაშვილი და გიორგი კაკაურიძე;
პასუხისმგებელი პირი: გ. გიგუაშვილი (ე. სიჭინავა, ნ. გაგუა, ს.ლაფანაშვილი, ა. ბერიძე, გ. თაბუაშვილი);
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები;

6. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/113/9; 14.12.2017);
კანონპროექტის მიზანია: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწა; პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთ ან ორწლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის დასაწყისში; საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია და მთავრობის მიერ ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა.
ინიციატორი/ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ი. ფრუიძე, თ. ჩუგოშვილი, ე. ბესელია, გ. კახიანი, კ. კუჭავა, გ. მაღრაძე;
პასუხისმგებელი პირი: ლ. მჭედელაძე (მ. ბაძაღუა);
წამყვანი: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; 
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

7. საქართველოს კანონის პროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/2/9; 24.11.2016) I მოსმენით;
კანონპროექტის მიზანია სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის უნიფიკაცია და ჰარმონიზაცია, ასევე, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივება და გამჭვირვალობა, ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტების დარეგულირება.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირმა ქავთარაძე;
პასუხისმგებელი პირი: მ.ბაძაღუა (გ. თაბუაშვილი);
წამყვანი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; 
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა, აგრარულ საკითხთა, აადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები;

8. მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N24807; 18.12.2017);
საკანონმდებლო წინადადებით ყველა ინსტანციის მოსამართლე (ყოფილი მოსამართლე) თანაბარ პირობებში უნდა იყოს და არ უნდა იყოს განსხვავება ინსტანციურობის მიხედვით.
პასუხისმგებელი პირი: ე. სიჭინავა, გ. თორდია (დ. კუპრეიშვილი, ი. ლაფანაშვილი);
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.