ანრი ოხანაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

11 თებერვალი 2019
ანრი ოხანაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ზამთრის აკადემიის მუშაობაში თემაზე: „კვლევითი მიმართულება ძლიერი პარლამენტებისთვის“.

შეხვედრაზე, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტში კვლევითი საქმიანობის განხორციელებას და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმას.

„სტუმრებს გავაცანით თუ როგორი ფორმით არსებობს ჩვენთან კვლევითი დეპარტამენტი, რა ფუნქციები გააჩნია მას და რამდენად უზრუნველყოფს ეს დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს დეპარტამენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების მომარაგებას შესაბამისი კვლევითი სტრუქტურირებული დოკუმენტებით და ამიტომ, საჭიროა ამ ყველაფრის რეფორმირება. საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრი, რომელიც იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეყოლება ხელმძღვანელი, იქნება მიუკერძოებელი, რომელსაც შეეძლება გრანტების მოძიება და მოემსახურება საუკეთესო გამოცდილების მქონე თანამშრომლებით პარლამენტს, პარლამენტის წევრებს, იმისთვის, რომ მათ პროაქტიულად შეეძლოთ კვლევაზე დაფუძნებული დოკუმენტების მიღება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ეს იქნება პარლამენტის წევრებისთვის კვლევითი რესურსის მიწოდების შესაძლებლობა“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

დღეს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და დაფინანსებით, თემაზე - „კვლევითი მიმართულება ძლიერი პარლამენტებისთვის“ მუშაობა დაიწყო ზამთრის აკადემიამ. ღონისძიების ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის კვლევით მიმართულებებზე პრეზენტაციები და ლექციები გაიმართება.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის 11 თებერვალი