ანრი ოხანაშვილი: აშშ და USAID მზად არიან დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში

31 ოქტომბერი 2019
ანრი ოხანაშვილი: აშშ და USAID მზად არიან დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უფროს მრჩეველს, ენდრიუ სოლომონს შეხვდა.

ანრი ოხანაშვილმა USAID - ის წარმომადგენელს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. 

სტუმარს დეტალურად ავუხსენი ის რეფორმა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის სახით ხორციელდება და ის პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და კიდევ უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რაც კიდევ უფრო გაზრდის დემოკრატიის ხარისხს და კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის აწევას საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა. 

მისივე თმით, აშშ-ი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში მნიშვნელოვან მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოსთვის.

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ აშშ-ი და USAID მზად არიან მრავალი მიმართულებით დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილი: აშშ-ი და USAID მზად არიან დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, 2019 წლის 31 ოქტომბერი