ანრი ოხანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

08 ოქტომბერი 2020
ანრი ოხანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეანრი ოხანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა. 

მხარეებმა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მათი ინტერესია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დააკვირდნენ საკანონმდებლო რეგულირებას. დეტალურად გავაცანი საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოს მაქსიმალურად თანაბარ და კონკურენტულ გარემოს ყველა პარტიისთვის. დღეს ყველანაირი საფუძველია შექმნილი, რომ არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დაცვით ჩატარდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა, 2020 წლის 8 ოქტომბერი