ანრი ოხანაშვილი კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა

01 ნოემბერი 2019
ანრი ოხანაშვილი კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორებს: ბერნარდ კემპენს და ბიორნ შიფბაუერს შეხვდა.

ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს გააცნო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე LL. M. zu Köln, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ხორციელდება.

„სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სამართლებრივი პროცესებით, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევას და ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს. მათ აღნიშნეს, რომ გერმანიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევა ასეთი ტრანსპარენტული პროცესით არ ხდება და გამოთქვეს სურვილი, რომ ეს პროცესი გერმანიაშიც ისეთივე ფორმით წარიმართოს, როგორც საქართველოში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევე, კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე LL. M. zu Köln, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატონი კემპენი. პროგრამის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გერმანულ ენაზე, გერმანული პროგრამით უტარდებათ ლექციები და სწავლის დასრულების შემდეგ ისინი იღებენ გერმანულ დიპლომებს“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილი კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა, 2019 წლის 1 ნოემბერი