ანრი ოხანაშვილი ლარს ვესტბრატს შეხვდა

25 ნოემბერი 2019
ანრი ოხანაშვილი ლარს ვესტბრატს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციისა და მიგრაციის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, ლარს ვესტბრატს და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს, მათ შორის, თავშესაფრის უკანონო მაძიებლებთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ სამომავლოდ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, მათ შორის, ამ საკანომდებლო ცვლილებების საკითხებში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ქართველმა კანონმდებლებმა შვედეთის სახელმწიფოს საქართველოს მიმართ გაწეული პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილი ლარს ვესტბრატს შეხვდა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • ანრი ოხანაშვილი ლარს ვესტბრატს შეხვდა, 2019 წლის 25 ნოემბერი
  • ანრი ოხანაშვილი ლარს ვესტბრატს შეხვდა, 2019 წლის 25 ნოემბერი