ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

10 იანვარი 2019
ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრა, სადაც 11 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შვედეთიდან და იტალიიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან.

დღის წესრიგის თანახმად, სხდომის მონაწილეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ასარჩევი კანდიდატურების შეფასების კრიტერიუმების სახელმძღვანელო პრინციპებზე იმსჯელებენ.