ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველს, პარმოსივი სოობრაიანს შეხვდა

16 მაისი 2018
ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველს, პარმოსივი სოობრაიანს შეხვდა

სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა, რეფორმის პროცესში იუნისეფის ჩართულობა და ამ მიმართულებით სამომავლო აქტივობები იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველთან, პარმოსივი სოობრაიანთან შეხვედრის მთავარი თემა.

მხარეებმა, ასევე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების რეგიონალურმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ საქართველო სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის იმპლემენტაციის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

„ოთხწლიანი რეფორმის იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც 2016 წელს იუნისეფთან და მთავრობასთან ერთად მივიღეთ, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს. ჩვენ ვისაუბრობდით ამ პროცესში იუნისეფის მხარდაჭერაზე და დაგეგმილ აქტივობებზე. ეს არის ავტორიზაციის დასრულებამდე საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულებების მომზადება რეფორმისთვის, რაც გულისხმობს პედაგოგების და აღმზრდელების სტანდარტების გაზრდას და მათ გადამზადებას, ასევე, რეფორმისთვის სამოქმედო გეგმის მომზადებას მუნიციპალიეტეტების მხრიდან, რომელიც პერიოდულად ეგზავნება მონიტორინგის საბჭოს. ამ საბჭოში გვყავს სამინისტროების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ექსპერტები და იუნისეფი. საბჭოში ხდება ანალიზი რეფორმის მინდინარეობის შესახებ. იგეგმება, ასევე აქტივებები, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას კანონმდებლობის დახვეწის კუთხით“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარმოსივი სოობრაიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის იმპლემენტაციის პროცესს.

„სტუმრისგან ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ. მან თქვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი ამ რეფორმის განხორციელების გზაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის მრჩეველმა გამოხატა განსაკუთრებული მადლიერება და აღფრთოვანება იმით, რომ იმპლემენტაციის პროცესს ესოდენ დიდი ყურადღება ეთმობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მომავალშიც გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველს, პარმოსივი სოობრაიანს შეხვდა, 2018 წლის 16 მაისი