ევროპის საბჭოს ექსპერტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

28 მარტი 2014
ევროპის საბჭოს ექსპერტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

 

ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯოსეფ ა. კანატაჩი საქართველოში მეორე დღეა შეხვედრებს მართავს. დღეს დილიდან იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს ექსპერტთა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ხელისუფლების და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს აცნობს.
„ყველა ძირითადი შენიშვნა, სურვილი და რეკომენდაცია, რასაც ექსპერტისგან ვისმენთ, მიმართულია იქითკენ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, უფრო მაღალი სტანდარტი იქნას გათვალისწინებული. ამ საკითხში მთავარია ბალანსის დაცვა. ერთი მხრივ პირის უფლებების დაცვასა და მეორე მხრივ, სახელმწიფო - საჯარო უსაფრთხოების და გამოძიების ინტერესს შორის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აღნიშნულ საკთხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, შალვა შავგულიძემ.
რეკომენდაციის თანახმად, უნდა გაძლიერდეს პერსონალური ინსპექტორის როლი და მისი ფუნქციები. ასევე, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ინსპექტორი დაინიშნოს პარლამენტის მიერ, რათა გამოირიცხოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩარევა. პროექტში განსაზღვრული იქნება, თუ როდის შეიძლება პირის მოსმენაზე ჩართვა და როგორ მოხდება პერსონალური ინფორმაციის განადგურება.
დღის მეორე ნახევარში ექსპერტმა რეკომენდაციები უკვე საპარლამენტო ფრაქციებს გააცნო. რის შემდგომაც მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

გალერეა

  • DSC_6358.JPG
  • DSC_6353.JPG