იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის. დღეს პარლამენტის წევრების, ვახტანგ ხმალაძისა და ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონპროექტი: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სია ფოტოსურათების გარეშე გამოიკვრება. საუბნო საარჩევნო კომისიას კი სურათებიანი სია ექნება. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიეცემათ არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდში განახორციელონ საარჩევნო უბნებისთვის გამოყოფილი შენობა/ნაგებობების სათანადოდ მოწყობის დაფინანსება, თუ ეს შესაბამისი ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული. ის ამომრჩევლები, რომლებსაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღარ შეიყვანებიან. ასევე ფოტოსურათების გარეშე შედგება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, სამკურნალო დაწესებულებებში მყოფთა, პატიმართა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირთათვის განკუთვნილი გადასატანი ყუთის სია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა