იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია

26 დეკემბერი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის გასული ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით გამართული ღონისძიება, რომელსაც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიამ“ უმასპინძლა, კომიტეტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. 

დღეს გვაქვს კარგი ტრადიციის კიდევ ერთი გამოხატულება, რაც პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. ეს ტრადიცია ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წლიდან დავიწყეთ და ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, მოსახლეობას ანგარიშს ვაბარებთ თუ რას ვაკეთებთ, რა არის ღირებული რაც შევქმენით წლიდან წლამდე და რა არის ის გამოწვევა, რაც ჯერ კიდევ რჩება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი სტანდარტია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის, რომელიც საქართველოს პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი საკანონმდებლო და საკონტროლო თვალსაზრისით, ყოველწლიური პირველი ანგარიშია. ღიაობა, თანამშრომლობა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა არის ის სტანდარტი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე არის ყველაზე ხელშესახები, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული რამ, რითიც ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველდღიური სტანდარტი გავზარდოთ. კომიტეტის საქმიანობა წლის განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავი იყო, რასაც მოწმობს ის მონაცემები, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს კომიტეტის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

მოწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტში საკვანძო როლს და ფუნქციას ასრულებს. ყველა ძირითადი ცვლილება გადის სწორედ იურიდიული კომიტეტის ხელში და ამ კუთხით კომიტეტის ფუნქცია და როლი არის გამორჩეული. მოხარული ვარ, რომ ამ ფუნქციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელი შემადგენლობით, დღევანდელი ხელმძღვანელობა სათანადოდ და ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა ბესელიას, რომელიც ამ საქმეს უდგას სათავეში და რომელიც უზრუნველყოფს კომიტეტის ფუნქციების სათანადო შესრულებას და განხორციელებას. სტატისტიკა არის ნამდვილად შთამბეჭდავი და ასევე აღვნიშნავ, რომ ამ სტატისტიკის უკან - ძალიან კონკრეტული ცვლილებები, ძალიან კონკრეტული რეფორმები და ეს რეფორმები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ჩვენი სამართლის სისტემის შემდგომ განვითარებას, ჩვენი მმართველობის სისტემის შემდგომ განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა საკვანძო მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლი არის ნამდვილად საკვანძო საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დამსწრეთ ასევე სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერმა თამარ სართანიამ.

გამომსვლელებმა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს. ერთხმად აღინიშნა, რომ კომიტეტის მიერ დაწესებული სტანდარტები, სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნილებებს, რაც საკანონმდებლო ორგანოს გამართულად ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, მთავრობისთვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის, ყოველთვის იყო, არის და დარჩება ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მრჩეველი, მეგობარი და პარტნიორი. კომიტეტი ჩვენთან ერთად ატარებდა იმ სასიცოცხლო საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც ქვეყნისთვის და ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერებისთვის იყო აუცილებელი, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში თუ მის მიღმა“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დამსწრეთ კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოუდგინა. მან შეკრებილ საზოგადოებას კომიტეტის სტრატეგიიდან და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე განხორციელებული აქტივობები გააცნო და საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების სტატისტიკა წარმოადგინა. 

საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა:

  • ჩაატარა 81 სხდომა;
  • განიხილა 383 კანონპროექტი;
  • წამყვანი იყო 269 კანონპროექტზე;
  • სავალდებულო წესით განიხილა 114 კანონპროექტი და 58 საკანონმდებლო წინადადება;

კომიტეტის უშუალო მონაწილეობით გატარებული რეფორმები:

  • სასამართლო რეფორმა
  • სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა
  • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება

კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:

  • „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მიღება
  • „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 
  • საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში - საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
  • „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და თანმდევი ცვლილებები და სხვ. 
  • საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და 97 თანმდევი კანონის და ორგანული კანონის პროექტები
  • საქართველოს კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
  • საქართველოს კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 
  • საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

რაც შეეხება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობას, წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კომიტეტმა გააძლიერა საზედამხედველო საქმიანობა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე;
  • გაეროს საზედამხედველო ორგანოების წინაშე ანგარიშგების პროცესზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.

კომიტეტმა განიხილა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში და წარუდგინა შესაბამისი რეკომენდაციები.

საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 2889 მიმართვა (განცხადება, საჩივარი და სხვა):

  • გაგზავნილი წერილების რაოდენობა - 1645
  • უწყებებში გაიგზავნა - 784
  • განმცხადებელს გაეგზავნა - 861 
  • ზეპირი პასუხი გაეცა - 857 მოქალაქეს
  • მიღებულია ცნობად - 142
  • 111 - განცხადება არის განხილვის პროცესში, მიმდინარეობს წარმოება;
  • უწყებებიდან მიღებული პასუხების რაოდენობა - 673.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე და ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კომიტეტის საქმიანობის ანგარიში შეაჯამეს და წარმოდგენილი მოცულობითი და შრომატევადი სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამომსვლელებმა ეკა ბესელიას და კომიტეტის სრულ შემადგენლობას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და კომიტეტთან არსებული თანამშრომლობის ფორმატის კვლავაც გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

ღონისძიების დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კომიტეტის სახელით, მადლიერების სიგელები გადასცა.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია, 2017 წლის 26 დეკემბერი