იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

04 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან იმ დებულებების ამოღებას, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, კერძოდ, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის წარმოდგენილი რედაქციის მიხედვით აღარ მოითხოვება საქართველოს პარლამენტის თანხმობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.