იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16 მაისი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტები პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანისა და ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია შენარჩუნებულ იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის რეგულირება და ატესტაციას, სხვა საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, ასევე დაექვემდებარონ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებიც.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით კი, უქმდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ყველა მოხელეს მოვალეობის შემსრულებლად აცხადებს.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

გალერეა