იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16 ივნისი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილეს. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეთანის შესახებ“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს რედაქციული შინაარსის შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

რაც შეეხება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათი ამოქმედების ვადები განახლებული თარიღით განისაზღვრა.

კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, სხდომაზე განხილული საკითხები პარლამენტის ბიუროს და შემდგომ, პლენარულ სხდომას წარედგინება.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 16 ივნისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 16 ივნისი