იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16 ოქტომბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას კანონში არსებული ხარვეზი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე განსაზღვრული არ იყო პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს არჩევის წესი ისეთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტში ჩამოყალიბებული არ არის საპარლამენტო უმრავლესობა. წარმოდგენილი ცვლილებით საპროკურორო საბჭოს ორივე წევრს პარლამენტი ირჩევს თავის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფრაქციებსა და ფრაქციებს გარეთ მყოფი პარლამენტის არანაკლებ 6 წევრის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან.
 
ასევე განსაზღვრება, თუ რა ვადებში უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან ვადამდე შეწყვეტისას.
 
ასევე, მესამე მოსმენით კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების მიხედვით მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად განსაზღვრონ აღნაგობიდან გამომდინარე ვალდებულების (საზღაურის გადაუხდელობა) შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ ორივე კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გაიტანონ მესამე მოსმენით განსახილველად.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 16 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 16 ოქტომბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 16 ოქტომბერი