იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

19 მარტი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. ცვლილებების განხორციელების მიზანია "სამოქალაქო კოდექსში“ ქმედუუნარობის ამსახველი ნორმების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. კანონპროექტების მიღებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დაცვის გაძლიერება, დღეს არსებული სრული უგულებელყოფის სისტემიდან მხარდაჭერისა და გამონაკლის შემთხვევებში, ჩანაცვლების მექანიზმების შემოღება ხდება. კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე წარდგენას.