იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

25 დეკემბერი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 10 ივნისს კამპალის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ცვლილება“. 

დოკუმენტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2010 წლის 31 მაისიდან იმავე წლის 11 ივნისამდე, უგანდის დედაქალაქ კამპალაში მიმდინარეობდა რომის წესდების გადახედვის კონფერენცია, რომლის მონაწილე სახელმწიფოებმა მიიღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ცვლილებები. კერძოდ, 2010 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა წესდების მე-8 მუხლის ცვლილებები.

ახალი ნორმებით აიკრძალა საწამლავის, მოწამლული იარაღის, მხუთავი ან მომწამვლელი გაზებისა და სხვა ანალოგიური ნივთიერებების, მასალების და საშუალებების გამოყენება. აიკრძალა აგრეთვე ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად იხლიჩება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 25 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 25 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 25 დეკემბერი