იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

11 დეკემბერი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. საკითხი კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ავდალიანმა გააცნო.

მისი ინფორმაციით, კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და იგი მიზნად ისახავს 208-ე მუხლის ახალ რედაქციას, რომლის მიხედვითაც, რაიონული სასამართლოს განსჯადობის საქმეებს 172-ე, 172⁶ და 197² მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები დაემატება. კანონპროექტის ავტორის განცხადებით, კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიღებას საჭიროებს, რადგან ცვლილებებში ასახული ნორმები ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შედის. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი ცვლილებები და მის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 11 დეკემბერი