იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

12 დეკემბერი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილებები კანონის ორ მუხლს შეეხება რომლის მიხედვითაც, რაიონული სასამართლოს განსჯადობას  172-ე, 1726 და 1972 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების საქმეები დაემატება. კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 12 დეკემბერი