იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16 დეკემბერი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის წევრის ასარჩევად წარმოდგენილი მერაბ ტურავას კანდიდატურის შესახებ იმსჯელა.

კომიტეტის წევრებს ინფორმაცია კანდიდატურის ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ მიაწოდა, რის შემდეგაც თავად მერაბ ტურავამ დეპუტატებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და მოსაზრებები გააცნო. მერაბ ტურავამ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მერაბ ტურავას არჩევას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, რომლის ინიციატორიც პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანია, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 208-ე მუხლში შედის, კერძოდ: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობასთან, ბავშვებზე ძალადობის გამოვლენის და შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობასთან და სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის საქმეები ემატება. წარმოდგენილი ცვლილება კანონში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 16 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2014 წლის 16 დეკემბერი