იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდესს შეხვდა

12 მარტი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე   წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდესს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე კომიტეტის წევრებთან: შალვა შავგულიძესთან და თამარ კორძაიასთან ერთად  წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდესს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელ კანონმდებლობას, მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და კანონის მოთხოვნების სრულად შესრულების საკითხებს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ  კანონის მოთხოვნების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები,  რომელთა გამოსწორებისთვის საჭიროა კიდევ რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ამ თვალსაზრისით მზადდება პროკურატურის სისტემის რეფორმა, რომელმაც ერთი მხრივ, უნდა გააუმჯობესოს პროკურატურის საზედამხედველო ფუნქციები და მეორე მხრივ, მიღწეული უნდა იყოს თავად პროკურატურაზე საპარლამენტო კონტროლის უკეთესი ხარისხი.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ხუან მენდესმა გამოთქვა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მოსამართლეს მიეცეს შესაძლებლობა დანიშნოს ექსპერტიზა იმ შემთხვევაშიც, თუ ამას არ მოითხოვს რომელიმე მხარე, მაგრამ მას გაუჩნდა გონივრული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ იყო სასტიკი ან არასათანადო მოპყრობა. დღეს, საქართველოს  კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსამართლის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, თუ ეს არ მოითხოვა რომელიმე მხარემ.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე   წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდესს შეხვდა, 2015 წლის 12 მარტი