იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა

27 ივნისი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, პირველი მოსმენით განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კანონის ამოქმედების ვადის გადავადების მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისევე როგორც პარლამენტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და თავად სახელმწიფო ინსპექტორი დაინტერესებული არიან კანონი სრულფასოვნად და ყველა ნორმის გათვალისწინებით ამოქმედდეს. მისივე განცხადებით, იმისთვის რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებამ ეფექტიანად იფუნქციონიროს, საჭიროა საგამოძიებო დანაყოფისთვის გამოყოფილი შენობის რემონტი, მისი აღჭურვა და კადრების შერჩევა.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების ვადის 4 თვით გადავადება.

კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უწყებისთვის შენობის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა დაახლოებითი გრაფიკი, რომელიც ივლისის დასაწყისში კიდევ უფრო დაზუსტდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველ ეტაპზე, შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2-2.5 მლნ. ლარი გამოიყოფა, მეორე ეტაპი კი, სამსახურში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის გამოყოფას შეეხება, რომელზეც დაზუსტებული ინფორმაცია სამინისტროს სექტემბრის დასაწყისში მიეწოდება.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმაც გამოთქვა. თათული თოდუას განცხადებით, სახალხო დამცველი ზოგადად არ მიესალმება აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების ვადის გადაწევას, თუმცა ის ფაქტი, რომ კომიტეტმა კანონპროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე მოიწვია და მისგან ისმენს ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს, კომიტეტის მაქსიმალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
 
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ფინანსების გამოყოფის საკითხს, კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა, 2019 წლის 27 ივნისი