იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა

28 ივნისი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

ცვლილებების თანახმად, კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2019 წლის 1 ივლისისა, განისაზღვრება 1 ნოემბერი. მუხლობრივი განხილვის დროს იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით რამდენიმე შენიშვნა გამოითქვა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, გაიმართება სამუშაო შეხვედრა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სრულფასოვნად ამოქმედებას.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტული და ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ამიტომ, ამას ჩვენი კომიტეტი გაუწევს სათანადო კონტროლს და ივლისის თვეში შეგვიძლია გავმართოთ ერთი სამუშაო შეხვედრა. მოვიწვევთ ყველა იმ პირს, ვინც არის პასუხისმგებელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე და მოვითხოვთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ივლისის შუა რიცხვებამდე მოხდება თანხის გამოყოფა იმისთვის, რომ განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები უკვე კონკრეტულ ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა იმისთვის, რომ განხორციელდეს შესაბამისი საპროცესო ღონისძიებები. გუშინ, კომიტეტმა მოვიწვიეთ და მოვითხოვეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, რომელმაც წარმოადგინა ეს გეგმა და ჩვენ ამას ყველაფერს, კიდევ ერთხელ, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში განვახორციელებთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი და გოგა გულორდავა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა, 2019 წლის 28 ივნისი