იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა

28 ივნისი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი (ნაცვლად1 ივლისისა).

კომიტეტმა 12 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი და გოგა გულორდავა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა, 2019 წლის 28 ივნისი