პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს
კ ო ნ კ უ რ ს ს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ცხადდება კონკურსი კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“ - სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი.
კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისია 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე შეარჩევს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთა დაჯილდოება ც გაიმართება საქართველოს პარლამენტში.
კონკურსის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
საკონკურსო მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
ლევან მჭედელაძე: lmchedeladze@parliament.ge
☎ 555960507
ქეთევან ჯაფარიძე: kjaparidze@parliament.ge
☎: 599287777