პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ (ნიმუშების კრებული) პრეზენტაცია გაიმართა

06 ნოემბერი 2018
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ (ნიმუშების კრებული) პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ (ნიმუშების კრებული) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიების მონაწილეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ეს ის სივრცეა, ეს ის ადგილია და აქ სწორედ ის საზოგადოებაა შეკრებილი, რომელიც არასოდეს დასვამს კითხვას - რა დროს წიგნია. ყველა ჩვენთაგანისთვის თანამედროვე სამყაროში, ყოველთვის ყველაზე კარგი მეგობარი არის წიგნი, არის სახელმძღვანელო, რომელიც მუდმივად გამყოფებს მზადყოფნაში იმისთვის, რომ გადალახო ყველა წინაღობა.

ეს კრებული განკუთვნილია პარლამენტისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს როგორ უნდა მუშაობდეს საკანონმდებლო ორგანო.

წიგნის შექმნის იდეა დაიბადა საჭიროებით და იმ აუცილებლობის გაცნობიერებით, როდესაც 2013 წელს მე თვითონ დამჭირდა, რომ ასეთი წიგნი, ნიმუშების კრებული ყოფილიყო სახელმძღვანელოდ და სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სახელმძღვანელო კრებულში შესულია კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, კომიტეტის წლიური ანგარიშების და კომიტეტის სხდომის ოქმის კარგი მოდელების ნიმუშები, ასევე დოკუმენტები, რომელიც შეეხება კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობას, საზედამხედველო საქმიანობას და საპილოტე სასწავლო პროგრამას პარლამენტის ახალი თანამშრომლებისთვის.

„ამ წიგნში დევს ექვსწლიანი შრომა და გარკვეული გამოცდილება, რაც გამოადგება ჩვენს შემდგომ კოლეგებს და ახალ სპეციალისტებს. ამ წიგნს გაგრძელება ექნება. ვიცი, რომ ჩემი კოლეგები, მათი სფეროდან დანახული გამოცდილებით, შეავსებენ იმ აუცილებელ სივრცეს, რომელშიც ბევრი ასეთი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა გაჩნდეს“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ სახელმძღვანელო კრებულის შექმნისა და გამოცემის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორს, რუსუდან ტუშურს და პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ვენეციის კომისიის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, მინდია უგრეხელიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, პარლამენტის წევრმა რევაზ არველაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ კოორდინატორმა, რუსუდან ტუშურმა.

მინდია უგრეხელიძის შეფასებით, „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ საჭირო სახელმძღვანელო იქნება არა მარტო პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, არამედ იქნება ერთ-ერთი არაჩვეულებრივი დამხმარე საშუალება სტუდენტების აღზრდისათვის.

„ის იდეა, რომელიც დღეს აქ განხორციელდა, განვითარებას მომავალშიც ჰპოვებს“, - აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს იმართება არის იმის გარკვეული ბიოგრაფია, რაც გაკეთდა ბოლო ექვსი წლის მანძილზე.

„ეს არის იმის მაგალითი, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ძლიერი პარლამენტი არის სწორედ ძლიერი საქართველო. ის პროცედურები, რომელიც ასახულია ამ სახელმძღვანელოში არის სწორედ ის პროცედურები, რომლითაც ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ქართულ სახელმწიფო“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს პირველად არ ხდება, როდესაც ეკა ბესელია თავს უყრის თავის გამოცდილებას, გამოსცემს გარკვეულ სახელმძღვანელოს და სხვებს აჩვენებს თუ როგორ უნდა იმუშაოს კომიტეტმა, თუ როგორ უნდა იმუშაოს საპარლამენტო გუნდმა.

„საკითხები, რომელიც განხილულია ამ წიგნში, პარლამენტისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები - საპარლამენტო ზედამხედველობა, კომიტეტის საქმიანობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, გამჭვირვალობა, ღია თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პროცედურების განუხრელი დაცვა, რომელიც ყველა კომიტეტს ევალება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული საქმიანობა ძალიან დაეხმარა საქართველოს დაწინაურებულიყო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის. ირმა ქავთარაძემ მადლობა გადაუხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პარლამენტის წევრმა, რევაზ არველაძემ მადლობა გადაუხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის.

„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან საკანონმდებლო საქმიანობით, ეს სახელმძღვანელო ნამდვილად იქნება სამაგიდო წიგნი“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ კოორდინატორის, რუსუდან ტუშურის შეფასებით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია მთლიანად საპარლამენტო საქმიანობისთვის.

„დღევანდელი ინიციატივა არის დოკუმენტი ძალიან პრაქტიკული მიზნისთვის, რომელიც როგორც პარლამენტის აპარატის წევრებს, ასევე პარლამენტარებს დაეხმარება ძალიან რთული საქმიანობის პროცესში, რასაც საპარლამენტო საქმიანობა ჰქვია. ერთი მხრივ, ეს კრებული მათ დაეხმარება განმარტონ ის, რაც წერია რეგლამენტში - ძალიან რთული ნორმები და მეორე მხრივ, პრაქტიკაში როგორ შეიძლება მათ უკეთ განახორციელონ თავიანთი ფუნქციები“, - განაცხადა რუსუდან ტუშურმა.

ღონისძიების დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის.

„მთავარია, რომ ჩვენს სამშობლოს ვემსახუროთ ღირსეულად და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე უკეთესს საკუთარ თავს ვერაფერს გავუკეთებთ. ამიტომ, მადლიერებას გამოვხატავ ყველას მიმართ, ვინც ამ თანამშრომლობის პროცესში იყო ასეთი ღია, გულწრფელი და უშურველი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წიგნის გამოცემა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს.

გალერეა

  • პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ (ნიმუშების კრებული) პრეზენტაცია გაიმართა, 2018 წლის 6 ნოემბერი