empty

1 მარტი


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

2018 წლის 1 მარტი, 13:00 სთ.
ქ. თბილისი (რუსთველის გამზირი N8)
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო სტრატეგიული გეგმის დამტკიცემა;
მომხსენებელი: ზაზა გაბუნია - კომიტეტის თავმჯდომარე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „პროფესიული კავშირების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/2; 24.11.16). (პირველი მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი) (პასუხისმგებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. გელანტია, გ. დოლიშვილი);
მომხსენებელი: ირმა ქავთარაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

მიმაგრებული დოკუმენტები