empty

16 აპრილი


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა 

2018 წლის 16 აპრილი, 13:00 სთ;
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების კახა კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/125; 20.02.2018) (მეორე მოსმენა) (წამყვანი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები: რ. ხიზანიშვილი, მ. გოგებაშვილი, გ. დოლიშვილი);
მომხსენებლები: კახა კუჭავა და ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრები;

2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (N07-2/191; 10.04.2018) (სავალდებულო) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.

მიმაგრებული დოკუმენტები