empty

23 სექტემბერი


საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა

23 სექტემბერი, 12.00
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

მონაწილეები: საქართველოს პარლამენტის წევრები, კომიტეტის წევრები, შიდა ქართლის მხარეში მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საქართველოს მთავრობის რწმუნებული-გუბერნატორი, საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი.

შეხვედრის ინიციატორები: ვაჟა შუბითიძე-ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; პაპუნა კობერიძე-ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ნუგზარ ბუღაძე-კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ივანე არდემანაშვილი-ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

დღის წესრიგი (განსახილველი საკითხი):

1. შიდა ქართლის რეგიონში მყარი ნარჩენებისა მართვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ (პრიორიტეტები და პერსპექტივები).