რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა

30 ივნისი 2020
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მოისმინეს.

ანგარიში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ იტვირთა ვალდებულება, მოახდინოს ენერგეტიკის სფეროში საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანი არის გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას მისაღები რაოდენობის, ხარისხისა და ფასის სხვადასხვა ენერგეტიკული პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების გზით. ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად დამოუკიდებლად საქმიანობს და მისი ძირითადი ვალდებულებაა, შექმნას დამატებითი დაცვის გარანტიები მომხმარებლებისათვის.

იმ ხუთწლიანი მუშაობის შედეგად, რომელიც 2014 -2019 წლებში გავწიეთ, იყო ძალიან დიდი შედეგი და ეფექტი, სისტემური პრობლემების აღმოფხვრის, როგორც წყალმომარაგების, ისე ბუნებრივი გაზის სექტორში. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ დღეს, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირ არ უნდა შევიდეს არც ერთ გარიგებაში და კონსულტაციის გარეშე არ მიიღოს არავითარი გადაწყვეტილება, საკუთრი ინტერესების საზიანოდ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

სალომე ვარდიაშვილმა სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და განმარტა, რომ წლის განმავლობაში 20 ათასამდე მოქალაქე მიმართავს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და იღებს სრულყოფილ და საჭირო მომსახურებას სამომხმარებლო ცოდნის გაზრდის მიმართულებით. 

მომხსენელის განცხადებით, სამსახური აქტიურად მუშაობს მედიატორული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების დამკვიდრებაზე. ასევე აღნიშნა, რომ რეკომენდაციები, რომლითაც ენერგოომბუდსმენი კომპანიებს მიმართავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებულია. 

სალომე ვარდიაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის სფერო მოიცავს რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას. მან წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორის და ენერგეტიკის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე და გადაჭრილ დავებზე არსებული სტატისტიკა წარმოადგინა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე 2019 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის საკითხებზე მიიღო – 128 გადაწყვეტილება. კომპანიებს გაეგზავნათ 308 რეკომენდაცია და 43 მიმართვა, რომელიც შეეხებოდა როგორც ერთეულ შემთხვევებს, ასევე მომხმარებელთა კოლექტიურ განცხადებებს“, - განმარტა სალომე ვარდიაშვილმა. 

მომხსენებელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

მივესალმები ანგარიშს, რომელიც თქვენ კომიტეტის წინაშე წარმოადგინეთ, ფაქტია, რომ წონასწორობის ასეთი ინსტრუმენტი მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ამართლებს. ჩანს, რომ მოქალაქე ენდობა ამ სამსახურს და თქვენს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ამაზე ნათლად მეტყველებს. პარლამენტი, კომიტეტი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით იქნება მხარდამჭერი იმ ამოცანების განხორციელების საქმეში, რომელიც თქვენ დასვით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ. 

ენერგოომბუდსმენის ანგარიში შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ.

მადლობა ასეთი ჰიპერინფორმაციული მოხსენებისთვის. მართლაც მნიშნელოვანი ფუნქცია გეკისრებათ და კარგია, რომ ასეთი აქტიურია თქვენი ოფისი. ენერგოომბუდსმენი სიახლეა ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიშიც, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს ენერგოომბუდსმენის ოფისის შესახებ და იცოდნენ იმ გამოწვევებთან დკავშირებით, რომელიც მათ აქვთ, ვის, როდის და როგორ მიმართონ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს. 

საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად მესამე მოსმენით განსახილველად კომიტეტს მერაბ ქვარაიამ წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას.

აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან.

მესამე მოსმენით განიხილა კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, პროექტთა პაკეტთან ერთად. მომხსენებელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განმარტა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება: კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში. სწორდება გამოვლენილი ტერმინოლოგიური ხარვეზები. მომხსენებელმა ის რედაქციული ხასიათის ცვლილებები წარადგინა, რომელიც პროექტში მესამე მოსმენისთვის შევიდა. 

დიდი მადლობა არა მარტო დღეს წარმოდგენილი საკითხისთვის, მთლიანად იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც სამინისტრომ და თქვენ ჩატარეთ ამ ცვლილებებისთვის. მადლობას გიხდით კომიტეტის და პარლამენტის სახელით“,- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სულხან მახათაძემ განმარტა, კანონის პროექტის მიღება განაპირობა „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ფშავის ტერიტორიაზე მდებარე რიგი სოფლებისთვის დაცული ტერიტორიის უფრო მაღალი კატეგორიის მინიჭების საჭიროებამ.

ცვლილებების თანახმად მოხდება კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ამოღება და შედეგად ფშავხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) აღარ მოიცავს ფშავხევსურეთის ეროვნული პარკის პერიმეტრს გარეთ არსებულ სოფლებს: (საერთო ფართობი 30050 ჰექტარი).

კანონი ძალაში შედის 2021 წლის პირველი იანვრიდან და ემთხვევა „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღს. კანონი არ ითვალისწინების უკუძალის მინიჭებას.

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2014 წლკის 21 ნოემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითრების პროექტი)“ ცვლილება კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

მისი განმარტებით, საქართველოსა და საერთაშორისო ასოციაციას (IDA) შორის 2014 წლის 21 ნოემბერს ხელი მოეწერა „ირიგაციიასა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ - ის დაფინასების ხელშეკრულებას.

აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ასოციაციის (IDA) მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ იქნა 32, 400,000 ევრო.

პროექტს გააჩნია ძირითადი ორი კომპონენტი: ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება და მიწის ბაზრის განვითარება. ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესების კომპონენტი მოიცავს ქვემოსამგორის საირიგაციო არხის (კახეთი), ტბისის-კუმისის საირიგაციო არხის (ქვემო ქართლი) და ზედა რუს საირიგაციო არხის (შიდა ქართლის) რეაბილიტაციას. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის´დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოყოფილია 18.2 მილიონი ევრო. სესხის ხანგძლივობა 23 წელია. მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი შემდეგ 12 საპილოტე არეალზე სისტემური რეგისტრაციის განხორციელებას ითვალისწინებს. 

კომიტეტმა ასევე განიხილა და მხარი არ დაუჭირა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, ქალაქ გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

მე მესმის სურვილი, რომ ეს ინიციატივა უკავშირდება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას, ქალაქების განვითარებას, რაც არის კიდეც საქართველოს სახელმწიფოს, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. მაგრამ ამას ჭირდება გაცილებით მეტი წინაპირობა და უპირველესად, იმ რეფორმის წარმატებით განხორციელება, რომლის სტრატეგიული დოკუმენტი ჩვენ უკვე შევიმუშავეთ და რომელიც ძალაშია შესული. ჩვენ განვაგრძობთ იმ საერთო ამოცანების ერთად შესრულებას, რომელიც თვითმმართველობების ზრდას და განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი.JPG
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა, 2020 წლის 30 ივნისი