რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ინტერუწყებრივ ფორმატში ქალაქ რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოს შესახებ იმსჯელეს

25 ივნისი 2020
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ინტერუწყებრივ ფორმატში ქალაქ რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოს შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტში ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ინტერუწყებრივი ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჯგუფის მიერ ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით გაწეული მუშობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.

ინტერუწყებრივი ჯგუფის სამუშაო შეხვედრას, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რუსთავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრაში მონაწილეობა რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა, ბადრი ბოკუჩავამ, ილია ლობჟანიძემ და გივი ტყემალაძემ, მიიღეს. 

კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ამოცანები, რომელიც პირველ სხდომაზე და სხვა სამუშაო შეხვედრებზე დაისახა, ეფექტურად განხორციელდეს. 

ზაზა გაბუნია: “დაისვა საკითხები, კოორდინირებულად გადადგმული იქნა ნაბიჯები. ფორმატი საინტერესოა. ყველა უწყება თანამშრომლობს პარლამენტთან, გვაქვს გეგმები, დასახულია ამოცანა. თუმცა გვჭირდება მეტი დინამიკა, უფრო ნაკლებ დროში მოგვარებული მეტი საკითხი”. 

შეხვედრის მონაწილეებს მიმართა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტის წევრმა პაატა მხეიძემ და აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინტერუწყებრივი ჯგუფის შექმნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის წინაშე არსებული საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელიც მან სამუშაო ჯგუფს წინა შეხვედრებზე გააცნო არის ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული, თუმცა, მათი ხანდაზმულობის მიუხედავად უპირობოდ გადაწყვეტას და მოგვარებას საჭიროებს.

მომხსენებელმა ისაუბრა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხზე, სააგარაკე ნაკვეთების და მოსახლეობისათვის დაკავებული ფართების დაკანონებაზე. როგორც პაატა მხეიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი და კომიტეტი კარგი შუამავალი იქნება, იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე გადაიჭრას პრობლემები, რომლებიც რუსთავში დღემდე მწვავედ დგას. 

პაატა მხეიძემ შესაბამის უწყებებს, პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. 
სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე სამუშაო ფორმატში, დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს.

სამინისტროების წარმომადგენლებისგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია თუ რა გაკეთდა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც წინა სამუშაო შეხვედრებზე იყო დასმული და იდენტიფიცირებული, რა შედეგებია და რა გეგმებია აღნიშნული მიმართულებებით. 

გარემოს დაცვითი დეპარტამენტის ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ სამუშაო ჯგუფს სამინისტროს მიერ გაცემული დაპირებების და შესრულებული სამუშაოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან ყველა გაცემული დაპირება შესრულებულია. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დასრულებულია ყველა მსხვილი ობიექტის ინსპექტირება, გამოვლენილია დარღვევები და რამდენიმე მათგანის მიმართ სასამართლო განხილვებიც დასრულებულია. შედეგად, იმ შემთხვევაში თუ კომპანიები მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მათ მიმართ დადგება გარემოსდაცვითი გადაწყევტილების გაუქმების საკითხი და ისინი ვეღარ გააგრძელებენ საქმიანობას. 

მისი თქმით, სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს სამოქალაქო აქტივისტებთან და მათთან ერთად შემუშავებულია რუსთავის ჰაერთან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალკომპონენტიანი გეგმა. 

სამუშაო ჯგუფმა რუსთავში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არსებული სხვა პრობლემების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურისგან მოისმინა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე წარმოადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, სამინისტრო პროფესიაზე დაფუძნებული საბაკალავრო მიმართულებების განსავითარებლად მუშაობას აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მისი თქმით, რუსთავში შესაძლოა მოხდეს რამდენიმე პროგრამის განხორციელება. „ჩვენ ვხედავთ იმ რამდენიმე პროგრამას, რომელიც შეიძლება იყოს აკრედიტებული და პროცესში ვნახავთ ეს რომელიმე უმაღლესი დაწესებულების ფილიალად იქნება თუ სასწავლო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების და ამოცანების შესახებ დეტალურად ისაუბრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა. მისი ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის ავტობანის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის გადავადებასთან დაკავშირებით მზადდება კონსერვაციის პროექტი. მუშაობა გაგრძელდება დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებისთვის. 

მომხსენებელმა რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, სკოლების, საბავშვო ბაღების და სკვერების აშენება, აღდგენა რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. სამოქალაქო აქტივისტებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროსთან თანამშრომლობის და ჩართულობის სრული მზადყოფნა გამოხატეს.

ნაყოფიერი ორი საათი იყო და მინდა უკლებლივ ყველას გითხრათ მადლობა. ცხადია ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხზე. მიმაჩნია, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით გვაქვს პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯები. შესაძლოა ეს პროგრესი არ იყოს ტიტანური და ძალიან დიდი, მაგრამ ჩანს, რომ პრობლემას რაღაც აკლდება. გავხდით უფრო მობილიზებულები, კოორდინირებულები და მიმაჩნია, რომ ეს თავის შედეგს მოიტანს“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ინტერუწყებრივ ფორმატში ქალაქ რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოს შესახებ იმსჯელეს, 2020 წლის 25 ივნისი