ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება

25 მაისი 2020
ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. 

კანონპროექტების განხილვის დაწყებამდე, სხდომის წამყვანი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიესალმა კომიტეტის ახალ წევრს, ზურაბ ხაჩიძეს და აქტიური საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობა უსურვა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა  და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება მე-175 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისაგან გათავისუფლების საკითხი. 

ცვლილებების თანახმად, სპეციალური ზონალური გადასახადისგან თავისუფლდება გადამხდელი, თუკი ობიექტი წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას და თუ ასეთი შენობის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება 2025 წლის 1 იანვრამდე.

პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემდეგ პროექტში ცვლილებები არ შესულა.  

„დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება. უდავოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ამით სახელმწიფო თამაშობს თავის პოზიტიურ  როლს, რომელიც შედეგის სახით უზრუნველყოფს  პრობლემის გადაჭრას. ცხადია, ასეთი ცვლილებები არის წინაპირობა იმისა, რომ ამ პრობლემის დასრულებისთვის და მოქალაქეებისთვის საკუთრების დაბრუნებისთვის გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენისთვის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა სულხან მახათაძემ წარუდგინა. 

პროექტის თანახმად, კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის. გარდა ამისა, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.

აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის, კერძოდ, არსებული რედაქციით მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, აღნიშნული რაოდენობა კანონპროექტში წარმოდგენილი რედაქციით შემცირებულია 400 ტონამდე.

აღნიშნული ცვლილების განხორციელებით კი, უპირველესად, ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას შეეწყობა ხელი. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება ახალი რეგულაცია ნარჩენების მართვის სფეროში, რითაც ამაღლდება „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოქმედების და მასში გაწერილი ნორმების ეფექტურად გამოყენების სტანდარტი.

საბოლოოდ, კი განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ სფეროში სამართალდარღვევების ჩადენას.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განცხადებით, ცვლილებების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ვალდებულებიდან გამომდინარე. აღნიშნული ვალდებულების თანახმად, ინსტიტუციურად იცვლება დავების საბჭოს სტრუქტურა, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მაღლდება და იცვლება ასევე წევრთა შემადგენლობა, რაოდენობა, ლეგიტიმაცია და გარანტიები. 

მომხსენებელმა წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ამით შეიქმნება ახალი შესაძლებლობები. ერთის მხრივ დაიცავს ადგილობრივ ეკო სისტემას, რომელიც 11385 ჰა-ზეა და გარდა ამისა, ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„საუბარია სასაზღვრო ტერიტორიებზე და ეს იქნება გარკვეული დერეფანი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, ვინაიდან, დაცული ტერიტორიების გაგრძელება არის თურქეთში უკვე არსებული დაცული ტერიტორია,რომელიც ტურისტული თვალსაზრისით არის საკმაოდ მომზიდველი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით დაცული ტერიტორიის შექმნის შემდგომ იგეგმება ეკო დერეფნების შექმნა. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა ასევე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროექტით განისაზღვრება ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობი და საზღვრები (კოორდინატები).

კანონპროექტის მიღების შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰა-თი და ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული ეროვნული პარკის სტატუსი.

გაფართოებული ტერიტორია შევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაში და მასზე გავრცელდება ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებით დამტკიცებული ბორჯომ- ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმით.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

მომხსენებელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა   განმარტა, რომ კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს.  

მისივე განცხადებით, პროექტი მომზადებულია მთის საბჭოს უშუალო ჩართულობით, შემოდის ორი ახალი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც მდებარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე. 

ცვლილებების თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებას, რომლებიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა. აგრეთვე, საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800მეტრზე ზემოთ მდებარეობს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის  ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარეობს. შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 58 დასახლებას, სადაც 2014 წლის აღწერით ცხოვრობს 20 720 მოსახლე. საქართველოში 95 დასახლება 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს. ამ დასახლებებში რეგისტრირებულია 7 980 მოქალაქე. ამ მოქალაქეთა მხოლოდ 1586 სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით. ცვლილების განხორციელების შედეგად მეტ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, რადგან მაღალმთიან დასახლებაში  მცხოვრები პირის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული 9 თვიანი ცხოვრების ფაქტის დადასტურება  იცვლება 6 თვით.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნორმა შემოდის კანონში, რომლის მიხედვითაც სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას მიენიჭება ეს სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვრჩება ამავე ზოლის მიმდებარე დასახლებები, რომლებიც სამწუხაროდ ამ 800 მეტრიან ეკვივალენტში ვერ ექცევიან, მაგალითად სოფელი ოძისი. უპრიანია და მნიშვნელოვანია, რომ ამ სოფელსაც ჰქონდეს ეს სტატუსი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა იმისთვის, რომ აღმოჩენილი იქნას ობიექტური კრიტერიუმი, რომ ამ ტიპის დასახლებები, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ისევე სჭირდებათ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვა, მეტი პენსია და  მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, მათაც მიიღონ ეს სიკეთე. ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ. 

მზია გიორგობიანის თქმით, მთის საბჭოს ფარგლებში კრიტერიუმების გადახედვის საკითხი არ შეჩერებულა, ეს არის პირველი ეტაპი, რაზეც შეთანხმება შედგა.

გამყოფი სოფლების სპეციალური მხარდაჭერის თაობაზე სამინისტროში არსებობს კომისია, რომელიც დამატებით მუშაობს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტატუსთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება.  

დღესვე, კომიტეტმა  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.  

გალერეა

  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი(18).JPG
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი
  • ზაზა გაბუნია - დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება,  2020 წლის 25 მაისი