ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ საჯარო ლექცია გამართა

10 ოქტომბერი 2018
ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ საჯარო ლექცია გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, რიმა ბერაძის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მართვის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში და მისი შედეგები“  საჯარო ლექცია გამართა.

„თვითმმართველობის, რეგიონული საკითხების და დეცენტრალიზაციის რეფორმის თაობაზე სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებს თვითმმართველობის საფუძვლებზე და მის ისტორიაზე, ასევე მიმდინარე დინამიურ პროცესზე, რომელიც პირველ რიგში დეცენტრალიზაციის რეფორმაში გამოიხატება, ინფორმაცია გავაცანი და ამ კუთხით, საკანონმდებლო პროცესებზე ვესაუბრე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეფორმის შინაარსს და იმ ძირითად ასპექტებს, რომელმაც განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენს რეგიონებს და თვითმმართველ ერთეულებს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გალერეა

  • ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ საჯარო ლექცია გამართა, 2018  წლის 10 ოქტომბერი