empty

10 ივნისი


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

2019 წლის 10 ივნისი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში (1-8483/19; 30.04.19);

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/355; 29.05.2019) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია;

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი (1-8387/19; 25.04.19);

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ (1-8399/19; 25.04.19);

5. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი (2-8552/19; 1.05.2019);

6. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადების პროექტები ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ (1-8572/19; 1.05.2019);

7. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტები.