empty

13 ივლისი


აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

2018 წლის 13 ივლისი, 10:00 საათი;
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8,
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა (07-1/23, 12.07.2018) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (07-2/242, 12.07.2018);

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღის წესრიგი

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/225, 31.05.2018) (II მოსმენა) (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;

3. საქათველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან მიერთება (07-2/218, 24.05.2018) (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის 385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი (03.07.18. 04-01/86385);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე.