empty

14 სექტემბერი


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

2017 წლის 14 სექტემბერი, 15:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8,
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წარდგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;

2 „საქართველოს პარლამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
მომხსენებელი: ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: გ. ფოფხაძის, რ. პოღოსიანის და ო. ჩრდილელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/61; 18.05.2017) (III მოსმენა) (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი გედი ფოფხაძე;

4. საქართველოს პარლამენტის წევრების: გ. ფოფხაძის, გ. ხატიძის, გ. მაჭარაშვილის, ს. კილაძის, რ. კაკულიას, ე. ბესელიას, მ. მდინარაძის, ლ. კობერიძის, მ. ქვარაიას, ე. მაჭავარიანის, დ. მათიკაშვილის, ვ. ზარდიაშვილის და ნ. გოგუაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/78; 22.06.2017) (სავალდებულო);
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე;

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/102; 17.07.2017) (I მოსმენა) (წამყვანი);
მომხსენებლები: მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე - ნათია მიქელაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - კონსტანტინე სულამანიძე;

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ (07-1/11; 15.08.2017) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/115; 14.08.2017) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე;

8. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ წერილი-შეთანხმება (07-2/97; 23.06.2017) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი;

9. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების“ შესახებ წერილი-შეთანხმება (07-2/98; 23.06.2017) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი;

10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ (07-2/106; 25.07.2017) ) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე.